"მეგობრები გთავაზობენ პარტნიორობას, მტრები გთავაზობენ ნეიტრალიტეტს" - ეს ციტატაა ნიკოლო მაკიაველის "მთავარიდან". თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც მტერთან მოთანამშრომლე მოძალადე რადიკალებს ხელისუფლება ლამის პაციფისტებად და მშვიდობის მტრედებად წარმოაჩენს, პროევროპულ ლიბერალურ ოპოზციას კი ომის პარტიად აცხადებს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, კითხვები სრულიად განსხვავებული პროფესიის, ასაკისა და სოციალური მისწრაფებების ადამიანებისთვის დაგვესვა, მათ ვთხოვეთ შეეფასებინა ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, და მათვე ვკითხეთ - სად უნდა იყოს ამ ყველაფერში საქართველოს ადგილი.
თქვენ მათ არ იცნობთ, დღემდე არც ჩვენ ვიცნობდით, ყველა მათგანი ტელეკამერის წინაშე პირველად აღმოჩნდა.