
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტისთვის ემზადება, თუმცა უკრაინაში მოგზაურობა არ იგეგმება.
ფსაკის თქმით, ბაიდენის ევროპაში ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"აშშ-ის პრეზიდენტის ევროპაში მოგზაურობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები დღეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოგზაურობა ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს გაერთიანებაზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინაში მოგზაურობა არ იგეგმება", - წერს ფსაკი Twitter-ზე.