აგვისტოს ომის მუზეუმი ერგნეთში | რუსული ოკუპაცია საქართველოში

გამოქვეყნდა:

საფრთხის მიუხედავად, რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ სახლში ლია ჩლაჩიძე ომის დღეებიდან მალევე 2008 წლის 19 აგვისტოს დაბრუნდა..

თავად ცხინვალში დაბადებულს, სულ რამდენიმე დღით, იძულებით დატოვებული სახლი ერგნეთში გადამწვარი და განადგურებული დახვდა. მიწასთან გასწორებული სოფელი, ცხინვალთან ძალიან ახლოს დღეს ნახევრად ცარიელია. ერგნეთს, რომელმაც აგვისტოს ომში პირევლი დარტყმა მიიღო და 12 ადგილობრივის სიცოცხლე დაკარგა, ოკუპაციის ზოლს მხოლოდ 200 მეტრი აცილებს..

დღეს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა აგვისტოს ომის ემოციებს, ტკივილს, შიშსა და იმედგაცრუებას უნახლებს და თავიდან განაცდევინებს... 

დღევანდელი მოვლენების ფონზე, როცა ფრონტის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის და თანამედროვე რუსეთი დაპყრობით ომებს ძველი, იმპერიული "დიდების" აღსადგენად ისევ ღიად და პირდაპირ აწარმოებს, - ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი უახლესი ისტორიის გააზრება და არსებული საფრთხეების შეფასება შევძლოთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი