უკრაინამ პუტინის დივერსიული ჯგუფების გამოააშკარავება და შემდეგ მათი განეიტრალება ძალიან დროულად და ეფექტურად მოახერხა. არადა, სწორედ მსგავსი ელემენტების გამოყენებით აპირებდა უკრაინის თავდაცვის სისტემის შიგნიდან ჩამოშლას კრემლი და ერთ-ერთი ასეთი სქემა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან უკრაინაში ერთი პერიოდი რუსეთის სამხედრო დაზვერვა ნადირობდა იმ უკრაინელ სამხედროებზე, ვინც 2008 წელს საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებაში ეხმარებოდა.
მართალია, კილერმა მხოლოდ "ერთი ყვავილის დაკრეფა" მოასწრო, მაგრამ თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ინფორმაციას რუსული სამხედრო პირები საქართველოდან იღებდნენ, სადაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსული დივერსიული ჯგუფები განსაკუთრებით გააქტიურდნენ.