ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია - ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს

გამოქვეყნდა:

თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატების სია ცნობილია. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით:

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრს, ლევან ხაბეიშვილს კი სამგორის ოლქში წარადგენენ;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრები "ახალი საქართველოს" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს წარადგენენ. 

"მთავარის" ინფორმაციით, ხელისუფლების ოპონენტები არ აპირებენ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატის საბურთალოსა და დიდუბის ოლქებში წარდგენას. ამის მიზეზებზე კი ოპოზიციის წევრები უკვე ხვალ ისაუბრებენ. 

საერთო მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ხვალ დაგეგმილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. 

შალვა ნათელაშვილის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი