თურქეთის ბრალდება "ოცნებას" - "თურქ მძღოლებს საქართველოში ფულს სისტემატურად სძალავენ"

გამოქვეყნდა:

მეზობელი სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საქართველოს კორუფციაში პირველად ადანაშაულებენ. ხმაურიანი განხადების ავტორი თურქეთის მილი მეჯლისის დეპუტატი აჰმედ კაიაა.  როგორც ტრაბზონის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი ამტკიცებს, თურქ მძღოლებს საქართველოში სისტემატურად სძალავენ ფულს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემებს უქმნიან. საგანგებო განცხადება დეპუტატმა სწორედ გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან გააკეთა.

თურქი მძღოლებისთვის საქართველოში ფულის გამოძალვამ რომ სისტემური სახე მიიღო, მილი მეჯლისის დეპუტატი "მთავართან" ინტერვიუშიც ადასტურებს. აჰმეტ კაია წლების განმავლობაში საქართველოში მუშაობდა და ადგილობრივი ბიზნესის თავისებურებებსაც კარგად ინცობს, მაგრამ ის რაც ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ხდება, მისი თქმით, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა.  

დეპუტატის ოფისმა "მთავარ არხს" ვიდოჩანაწერიც მიაწოდა, სადაც ტრაბზონში მოქმედი ერთე-რთი გადამზიდავი თბილისში რეკავს იმის გასარკვევად, რატომ გააჩერეს მისი ტვირთი თბილისში. პასუხი მარტივია - უნდა გადაიხადო.

მსგავს პრეცენდენტს, როცა საქართველოში არსებულ თაღლითურ სქემებზე განცხადება მილი მეჯლისში კეთდება, ანალიტიკოსები ვერ იხსენებენ. სკანდალური განცხადების ავტორი კი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელია.

ადვილი გამოსაცნობი არაა, რომ ფული, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სძლავენ, სახელისუფლებო სავარძლებში მოკალათებული კრიმინალების ჯიბეში მიდის. თურქულ მედიაში, სადაც საქართველოს უკვე კორუფციულ ქაოსში ჩაფლულ ქვეყანად მოიხსნებენ, წერენ, რომ პრობლემა, ყველაზე ხშირად იმ მძღოლებს ექმნებათ, რომლებიც ტრანზიტით რუსეთში მიდიან. "ჰაბ-ჯორჯიაში" ფიქრობენ, რომ ქართველ ჩინოვნიკებს საერთაშორისო კორუფციული სქემა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად აქვთ აწყობილი.

პრობლემაზე საჯაროდ საუბარს თურქი მძღოლები გაურბიან.

ამბობენ, რომ გარკვეული უხერხულობები საქართველოში მოგზაურობისას მართლა ექმნებათ, მაგრამ იციან, რომ ქრთამი საქართველოს კანონით მკაცრად ისჯება. თუმცა ვიღაცეებისთვის ეს კანონი დიდი ხანია ფარატინა ფურცელია და ამის შესახებ უკვე სხვა ქვეყნებშიც კარგად იციან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი