"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანის პროცედურას ამარტივებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება პრეზიდენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოში დავის წამოწყების დაანონსების შემდეგ ქართული ოცნება კანონს ცვლის. ამჯერად მმართველი პარტია ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის პროცედურას ამარტივებს.

ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს უმაღლეს ინსტანციაში იმის გამო უჩივლებს, რომ ის წარდგენილი ელჩების დანიშვნაზე უარს ეუბნება. "ოცნება" გაბრაზებულია იმის გამოც, რომ პრეზიდენტი ევროპაში ოფიციალური ვიზიტებზე პირადი გადაწყვეტილებით წავიდა.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი მივიდა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ინიციატივის მიზანი პრეზიდენტის სამაგალითოდ დასჯაა. კანონში ცვლილებები "ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის ჭკუის სწავლებას ისახავს მიზნად.

პარალელურად მმართველ პარტიაში თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები იმ მიზეზით მიიღეს, რომ კონსტიტუციაში შესაბამისობაში მოეყვანათ. 

"ცდომილება რომ არსებობდა აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ რომ დაგვეძრა ეს საკითხი მოჰყვებოდა შესაბამისი სპეკულაციები, სწორედ ამიტომ აქამდე არ იყო დაინიცირებული. ეს ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ შეზღუდავს",- ამბობს გივი მიქანაძე. 

ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შედის და ბიუროზე ხვალ დარეგისტრირდება.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი