გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას - ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცებისთვის გმირის წოდების მინიჭებაზე

გამოქვეყნდა:

დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება გამოვხატე პოზიცია - ასე უპასუხა პრემიერმა ღარიბაშვილმა კითხვას, რატომ არ მიუსამძიმრა ამ დრომდე, უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს.

კითხვაზე, მიანიჭებენ თუ არა ეროვნული გმირის წოდებას გარდაცვლილებს, ღარიბაშვილი პასუხობს: 

"მასეთ საკითხებს შესაბამისის სამსახურები განიხილავენ, მოგიწდებთ თხოვნით, ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას, ეს არის ცუდი საქციელი, ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაყოფას, მოქალაქეების დაძაბვას." ამტკიცებს ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, ოკუპანტების აგრესიასა უკრაინაში სამი ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი