
სამწუხარო რეალობაა, რომ მთელ მსოფლიოში ისეთ ვითარებაში, რომელიც ეხლა არის უკრაინაში ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა - აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი და გამართულ აქციებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს:
"სამწუხარო რეალობაა, რომ მთელ მსოფლიოში ისეთ ვითარებაში, რომელიც ეხლა არის უკრაინაში ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მით უმეტეს ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ამ ვითარებაში როცა მოწყვლადი სიტუაციაა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის აბსოლუტურად მიუღებელია აღნიშნული და, რა თქმა უნდა, იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია ატარებენ ანტიეროვნულ, მოღალატეობრივ პოლიტიკას, ესაა მეხუთე კოლონა, შულავერის კომიტეტი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ ბოლომდე",- ამბობს ღარიბაშვილი.