ლეხ კაჩინსკის ძეგლი უნდა იდგეს თბილისში და არა ბათუმში - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ლეხ კაჩინსკის ძეგლი არა ბათუმში, არამედ თბილისში უნდა იდგეს. სწორედ დედაქალაქში ჩამოსვლით ჩაიდინა მან გმირობა 2008 წელს, როდესაც არ შეუშინდა საომარ ვითარებას:

"ლეხ კაჩინსკის ძეგლი უნდა იდგეს თბილისში და არა ბათუმში. სწორედ თბილისში ჩაიდინა მან თავისი ჩამოსვლით გმირობა, თბილისში ჩამოსვლით გაწირა მან მოგვიანებით სმოლენსკში თავი. 

ასევე, ღარიბაშვილის მხრიდან კაჩინსკის შექება ცინიზმის მწვერვალი იყო. ვინაიდან, მე მასამართლებენ მათ შორის კაჩინსკის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობისთვის." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი