გახარიას პოლიტიკური ამნეზია - პრემიერს 20 ივნისის სისხლიანი დარბევა არ ახსოვს

გამოქვეყნდა:

ოცნების მთავრობის მეთაურს, როგორც ირკვევა, პოლიტიკური ამნეზია აქვს. გიორგი გახარიას აღარ ახსოვს რა ჩაიდინა 20 ივნისს მის დაქვემდებარებაში მყოფმა სპეცდანიშნულების რაზმმა, თუმცა ხელისუფლებას გავრილოვის ღამის სისხლიანი დარბევის საქმეზე განმარტებების გაკეთება მაინც მოუწევს. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი უკვე მიიღო. ახლა ევროპელმა მოსამართლეებმა უნდა თქვან, ჩაიდინა თუ არა "ოცნების" ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული, როდესაც ანტისაოკუპაციო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს ცხოველების შესაჩერებელი ტყვიებით დაუპირისპირდა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა. 
 

რვა თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი არ ვარ და რაღაცეები მეხსიერებიდან იშლება, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

რვა თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი არ ვარ და რაღაცეები მეხსიერებიდან, ხომ იცით იშლება. ვინ გასცა ბრძანება? ისროდნენ თუ არა დამიზნებით? არ ისროდნენ? - ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი ჩემთვის პირადად. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა მაშინ, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ, არ დაუშვა, ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რამდენად დამაჯერებელი იყო პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებაში, ეს ცხადია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი