ასამართლებენ ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე მსოფლიოში ერთადერთი იყო, ვინც პუტინს უპირისპირდებოდა - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

"ჩემი შვილი, რატომ არის ამ სკამზე?! იმიტომ, რომ პუტინს არ მიართვა თავისი ქვეყანა თეფშზე დადებული" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. მან კომენტარი დღეს, სასამართლოს დასრულების შემდეგ გააკეთა:

"მე ძალიან მიკვირს, აი ამ ადამიანების, რომლებიც დღეს კიდევ ასამართლებენ ჩემს შვილს. იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ პუტინს დარჩა დღეები კი არა, საათები აქვს დათვლილი, ამას ვერ მიხვდნენ, რეალობა ვერ დაინახა ამ ხალხმა და ასამართლებენ ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე, მსოფლიოში ერთადერთი იყო, ვინც  პუტინს უპირისპირდებოდა და ყველა იყო დამუნჯებული, დაყრუებული და გაზარდეს მონსტრი , რომელიც მივიღეთ. დღეს ამდენ ადამიანს ხოცავს უკრაინაში და ჩემი შვილი, რატომ არის ამ სკამზე? იმიტომ, რომ არ მიართვა თავისი ქვეყანა თეფშზე დადებული". - ამბობს გიული ალასანია  

შეგახსენებთ,  თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი