
ვეუბნები ბატონ კობახიძეს, ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" თქვენ ცალკე არსებული ვერ შეძლებთ, ვერანაირი გარანტიის შექმნას ქვეყნის მშვიდობისთვის - აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ხელისუფლებას მიმართავს.
ვაშაძე, ინიციატივით გამოდის შექმნას ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, სადაც ოპოზიცია მმართველ გუნდთან ერთად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებზე, ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებასა და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე იმსჯელებს.
შეიქმნას, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, სადაც შეყვანილი იქნება ოპოზიციური ჯგუფებიც. ვიმუშავებთ სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით : მშვიდობის უზრუნველყოფა და ეროვნული უსაფრთხოება, ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხები და საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. კიდევ ერთხელ ვეუბნები ბატონ კობახიძეს, ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" თქვენ ცალკე აღებული ვერ შეძლებთ, ვერანაირი გარანტიის შექმნას ქვეყნის მშვიდობისთვის. - ამბობს გიორგი ვაშაძე