ერთობლივი განცხადება "უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ" - ხელმომწერებს შორის საქართველოცაა

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით, სხვადასხვა სახელმწიფოებმა "უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ" განცხადებას მოაწერეს ხელი.  ერთ-ერთი ხელმომწერი საქართველოცაა. 

"დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას "უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ". გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს",- წერს სტეფანჩუკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი