გზა უკრაინიდან საქართველომდე ქართველი გმირებისთვის იმაზე მძიმე და რთული აღმოჩნდა, ვიდრე საომრად ჩასვლა. მეომრების ცხედრებს პოლონეთის საზღვრამდე თითქმის 24 საათია მიასვენებს სპეციალური ავტომობილი. დრო, როდის ჩამოასვენებენ მათ საქართველოში, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ქართველი გმირების დასახვედრად საქართველოში ხალხი ემზადება.
მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ ჯარისკაცებმა თავი ჩვენი ქვეყნისთვის გაწირეს, რადგან ეს ომი ყველას ომია. ხალხი მთავრობასა და პრეზიდენტს დაღუპული ჯარისკაცებისთვის გმირის წოდების მინიჭებას სთხოვს. ქვეყნის პრემიერი კი მათი გმირობის ისტორიის დადგენას სპეციალურ სამსახურებს ავალებს.
რამდენიმე საათში, ქართველი ჯარისკაცების ცხედრებს უკვე საქართველოში ჩამოასვენებენ. ოპოზიცია
ხელისუფლებას მათი სამხედრო პატივით დაკრძალვას სთხოვს, რადგან მმართველ გუნდს კანონი ავალდებულებს, თუმცა ოცნების გუნდის წევრები კითხვებს თავს არიდებენ ამბობენ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მათ კომპეტენციაში არ შედის.