წალენჯიხა უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ეპიცენტრი ხდება. თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები ახლა სწორედ წალენჯიხაში შექმნილ ფონდში ერთიანდებიან და ამ გზით ცდილობენ უკრაინის დახმარებას.
ინიციატივის ავტორი საქართველოში ერთადერთი ოპოზიციური, სახელისუფლებო შტოა - მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლება "ქართული ოცნების" მთვრობისგან განსხვავებით, არ ერიდებიან რუსი ოკუპანტებისთვის პროტესტის გამოცხადებას და უკრაინის ღია მხარდაჭერას.