ნორვეგია აპირებს, ევროპას რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმაროს | Le Monde

გამოქვეყნდა:

ბუნებრივი აირის მსოფლიოში მესამე ექსპორტიორმა და ძველი კონტინენტის მეორე მიმწოდებელმა ქვეყანამ, ნორვეგიამ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპას რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმაროს. ამ საკითხზე სტატიას ფრანგული Le Monde აქვეყნებს. 

გამოცემა წერს, რომ 16 მარტს, ნორვეგიამ ევროპისთვის ნავთობის მიწოდების გაზრდის მიზნით ზომები მიიღო, თუმცა, ამ დროისთვის, მისი მანევრირების ადგილი შეზღუდულია, ბუნებრივი აირის წარმოება კი და ექსპორტი უკვე თითქმის მაქსიმალურ დონეზეა.

ცნობილია, რომ ნორვეგია ევროპაში გაზის იმპორტის 20%-დან 25%-მდე, რუსეთი კი 45%-დან 50%-მდე უზრუნველყოფს. 2021 წელს სკანდინავიურმა ქვეყანამ 5,4 მილიონი მოსახლეობით 113,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა ევროპასა და დიდ ბრიტანეთში, რაც სიდიდით მესამე წლიური მიწოდებაა 1970-იან წლებში ნორვეგიის კონტინენტური შელფის ფუნქციონირების დაწყებიდან.

ევროპის მხარდასაჭერად, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ნორვეგიის  ნავთობისა და ენერგეტიკის სამინისტრომ, გადაწყვიტა შეცვალოს სამი ოფშორული საბადოების ოპერირების ლიცენზია.

"ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად არ გაზრდის გაზის მთლიან დღიურ ექსპორტს ნორვეგიის კონტინენტური შელფიდან, მაგრამ მომავალში საშუალებას მისცემს შენარჩუნდეს მიწოდების მაღალი დონე", - თქვა მან.

ამ პროცესში, ნავთობის ჯგუფმა Equinor-მა, რომლის 67%-ს ნორვეგიის სახელმწიფო ფლობს, წარმოადგინა ზომები, რომლებიც საშუალებას მისცემს მას უახლოეს თვეებში "შეინარჩუნოს ზამთრის წარმოების მაღალი დონე", - თქვა ოპერაციების დირექტორის კეტილ ჰოვემ.

ჩრდილოეთ ზღვაში, ნორვეგიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ოზებერგის საბადო გაზრდის წარმოებას 15%-დან 20%-მდე და მიაღწევს 7 მილიარდ კუბურ მეტრს, ანუ 1 მილიარდით მეტი, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი 30 სექტემბრისთვის, წლიური ტექნიკური სამუშაოების დაწყების თარიღისთვის. .

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი