
პოლონეთში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, არსებობს შიში, რომ რუსეთი პოლონეთში შეიჭრება. მისი თქმით, ქვეყანა ამისთვის უკვე ემზადება:
"არსებობს შიში, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას პოლონეთს. პოლონეთის მთავრობა ამისთვის ემზადება", - განაცხადა დეშჩიცამ.
დიპლომატის თქმით, ქვეყანამ უკვე მიიღო კანონი თავდაცვის შესახებ, რომელიც შექმნილია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად.