ლატვიაში "იანდექს ტაქსის" მუშაობა აიკრძალება. უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ მისი რეგისტრაცია უკვე გააუქმა და უახლოეს პერიოდში მობილური აპლიკაციის აკრძალვასაც გეგმავს. ეს ყველაფერი კი, მედიის ცნობით იმის გამო ხდება, რომ კომპანია რუსეთის ფედერაციაში არსებულ სერვერებს იყენებს.