აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? - წულუკიანი მეტრეველს

გამოქვეყნდა:

"აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან?" - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "პალიტრანიუსის" ჟურნალისტს, მერაბ მეტრეველს Facebook პოსტზე, სადაც ის სამხედრო ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით მიღებულ კრიტიკას ეხმაურებოდა.

მეტრეველი წერდა - "ნუთუ ამ ქვეყანაში არ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს ადამიანს (თუნდაც მცდარი) რაღაც თემაზე ისე, რომ იარლიყი არ მოგაკერონ, ეგრევე ვიღაცის მონად და აგენტად არ გამოგაცხადონ. ხალხის მტრად არ მოგნათლონ. მერე როგორც ხალხის მტერი კედელთან არ მიგაყენონ დასახვრეტად". 

"აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? და, როგორ თუ გაბედე ჩვენ მიერ ჩამოსხმული ყალიბიდან "ბაშკის" ამოყოფაო, ჩაგცხეს თავში?! ნწ, ნწ. რა საოცარია, რომ გიკვირთ, ვინაიდან აზრის დაშტამპვას თავადვე ხომ ემსახურეთ ბოლო ათი წელიწადი?!...

აქვე დავძენ, რომ ახლა, აზრის ყალიბში დიდხანს ნამყოფს, ცოტა ვარჯიში დაგჭირდებათ, რადგან უსუფაშვილს დააჯაბნინეთ თავი ამ ბევრად უფრო უნარიანმა მოსაუბრემ. არა უშავს, თუ ისევ ყალიბში არ ჩაგაბრუნეს, ისევ ძველი მეტრეველი გახდებით! გილოცავთ", - დაუწერა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტს.

ე.წ. ნეიტრალიტეტის თემაზე საუბარმა, მერაბ მეტრეველის გადაცემაში გუშინ, ცხარე კამათი გამოიწვია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი