აშშ უკრაინას, საიდუმლოდ შეძენილ საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის - WSJ

გამოქვეყნდა:

რუსული საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად, აშშ უკრაინაში საბჭოთა წარმოების საჰაერო თავდაცვას აგზავნის - ამის შესახებ ინფორმაციას WSJ ავრცელებს. 

გამოცემა ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონმა ათწლეულების წინ ფარული პროგრამის ფარგლებში შეიძინა საბჭოთა აღჭურვილობა. ეს იარაღი აშშ-ს არმიამ რუსული ტექნოლოგიების შესწავლისა და ამერიკელი სამხედროების მომზადების მიზნით მოიპოვა. 

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის კონკრეტულად რა სახის დახმარებას უგზავნის აშშ უკრაინას, თუმცა გამოცემა წერს, რომ დახმარება მოიცავს SA-8 მცირე რადიუსის სარაკეტო სისტემას. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ასეთი საჰაერო თავდაცვითი იარაღი უკრაინის არმიას გამოადგება, რადგან მან უკვე იცის, როგორ მუშაობს საბჭოთა სისტემები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი