ქვეყანა, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს - Unicef- ის კვლევამ, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდება, მაშინდელი პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა, თუმცა რა გაკეთდა ამის შემდეგ ამ რეალობის შესაცვლელად, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა, ხელისუფლებას უჭირს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანა ბავშვთა კვების და სოციალურად დაცვის თემას საგანგებოდ უნდა იხილავდეს.
გია ვოლსკის თქმით, არცერთ ოჯახში ბავშვი არ დარჩება, რომელსაც არ ექნება ფინანსური დახმარება და კვების ვაუჩერი. საპარლამენტო უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებსაც Unicef- ის კვლევის არ სჯერათ და დარწმუნებული არიან,რომ ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ.
"იურისტებს უნდა ჰკითხოთ. ბავშვები არა შიმშილობენ საერთოდ. ვერ ვიჯერებ მაგას, თუ ვინმე შიმშილობს ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული. იწყება 2004-დან"-ამბობს რეზო არველაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საჭიროა დრო, რომ ბავშვები სიღარიბიდან ამოვიდნენ. მათივე განცხადებით, ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიისა და Unicef-ის კვლევის დაკავშირება ლოგიკური არ არის.