"თქვენ რაც გეკუთვნით იმ პასუხის გაცემა რთულია" - მდინარაძე "მთავარი არხის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი არ პასუხობს "მთავარი არხის" კითხვას, განიხილავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალიტეტის საკითხს. მან დღეს ჟურნალისტს "ურჩია" სიტყვაც არ ახსენოს, რადგან ეს კითხვა საქართველოს მტრობაა.

"ძალიან რთულია [პასუხის გაცემა], იმიტომ, რომ მტრული კითხვის პასუხიც, თქვენ გინდათ, რომ იყოს მტრული, მე ასეთ პასუხს არ გაგცემთ. ძალიან გთხოვთ შეიგნოთ, რამდენიმე დღის წინ თქვენმა კოლეგამ როცა ეს კითხვა დამისვა, შემდეგ 5 დღის განმავლობაში ვერცერთმა თქვენგანმა ვეღარ გაბედა ამ კითხვის დასმა. დიახ, რთულია, საქართველოს მტრობაზე პირდაპირი პასუხი როგორიც გეკუთვნით, არის ძალიან რთული. საქართველოს მტრობაზე, ისეთი პასუხი, როგორიც ახლა თქვენ გეკუთვნით, არის უკიდურესად რთული", - თქვა მდინარაძემ.

მდინარაძის აზრით, მან ბრიფინგზე თემა შეგნებულად არ ახსენა და ბოლომდე აქვს გათვიცნობიერებული რატომ აკეთებს ამას.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი