ნეიტრალიტეტის საკითხის წამოწევაში, "ოცნება" მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ნეიტრალიტეტის საკითხი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, საიდან დაიწყო - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე და ამ თემის წამოწევაში მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს

"17 მარტს, სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ეს საკითხი და იმის შემდეგ ისე გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოცმედიაში, თითქოს ეს არის განხილვის საკითხი და ვხედავთ რამხელა ემოციებზე გადის მათ შორის მედიაში, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სხვადასხვა დიპლომატიური წყაროებიდან და მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეც. სამსახურიდან, მე მომივიდა ინფორმაცია, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა და კრემლს მხრიდან, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე ისაუბრა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი