კიევში, რუსი ოკუპანტების დახმარებაში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბერია

გამოქვეყნდა:

კიევში რუსეთის დახმარებაში ეჭვმიტანილი ბერი დააკავეს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, კიევის პოლიციამ მეტროსთან 41 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობაში. დაკავებული ამბობს, რომ 
ერთ-ერთი ტაძრის ბერია.

დაკავებულის ბინიდან ამოღებულია ნივთმტკიცებები.

პოლიციის ინფორმაციით, ტელეფონში აღმოჩენილია მიმოწერა რუს აბონიმენტებთან, რომლებიც ითხოვენ უკრაინელების განადგურებას. მათივე ცნობით, დაკავებული მობილურში ინახავდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ფოტოსურათებსა და საგუშაგოების ადგილმდებარეობის შესახებ აუდიოჩანაწერებს. ამ დროისთვის დაკავებული პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი