
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, იმ ტყუილებზე წერს, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდიოდა. საუბარია დიალოგის შეთავაზებასა და ჰუმანიტარულ პაუზებზე, რომელსაც აგრესორი ძალების მობილიზებისთვის იყენებდა.
მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინი ახლა იგივეს ეცდება ზელენსკისთან:
"2008 წელს, 9 აგვისტოს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს, გაეროში ჩვენს ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან მივიდა რუსეთის ელჩი ჩურკინი და უთხრა, რომ პუტინი სასაუბროდ მზად იყო და გადმოეცა ჩემთვის, რომ დამერეკა.
ირაკლიმ ეგრევე შემატყობინა. მე ეგრევე შევუკვეთე ჩვენს კომუნიკატორს კრემლში დარეკვა. გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა. მის ზარს დღემდე ველოდები.
იყო მეორე ეპიზოდიც - რუსების წინადადება მივიღეთ ჰუმანიტარულ პაუზაზე, რათა დაღუპულები და დაჭრილები გაგვეცვალა. მათ ეს გამოიყენეს ძალების მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი გაშლისა და გადაჯგუფებისთვის.
ამას იმიტომ ვყვები, რომ ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი ტრიუკები ჩაუტარონ." წერს მიხეილ სააკაშვილი