
გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გადათხრილ გამზრიზე გოჭი გაასეირნა.
შესაბამისი ვიდეო ჯაფარიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა. ამბობს, რომ გადათხრილი გამზირის გამო, მოსახლეობასთან ერთად, პრობლემები თავადაც ექმნება.
ყიფშიძეზე ცხოვრობენ ჩემი მშობლები, მამაჩემს აქვს გულზე ოპერაცია გაკეთებული და კვირაში ერთხელ მიწევს იქიდან გამოყვანა, რაც დაახლოებით ორი საათი მჭირდება. ვერ შევდივარ და ვერ გამოვდივარ და ასე გრძელდება უკვე თვეებია. იმის გამო, რომ აქაურობა, რამდენიმე თვეა, დაამსგავსეს საღორეს. რეაბილიტაციაც მესმის და ყველაფერი, მაგრამ ამდენი დრო თბილისის დაფუძნებაზე არ დაუხარჯავს გორგასალს, - ამბობს ჯაფარიძე გავრცელებულ ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის 30 მაისს დაიწყო. სამუშაოების ვადად სამი თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა. თუმცა, დღეს 30 მაისიდან ერთ წელზე მეტია გასული - ჭავჭავაძის გამზირის სარებილიტაციო სამუშაოები კი ამ დრომდე არ დასრულებულა.