ხომ არ აეწვა შს მინისტრს, როდესაც საჯაროდ ვუთხარი, რომ ქურდია? - ხმაური ხაბეიშვილის სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

ლევან ხაბეიშვილის სასამართლო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მასსა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ხაბეიშვილი 2 წლის წინანდელი საქმის გააქტიურებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

"ხომ არ გაბრაზდა შს მინისტრი, როდესაც საჯაროდ, პარლამენტის ტრიბუნიდან ვუთხარი, რომ ქურდია? ეს ხომ არ აეწვა და ამიტომ ხომ არ დააორგანიზეს ეს პროცესები, რომ დაიწყონ ხაბეიშვილს ბრალი დავუმტკიცოთ, პარლამენტის უფლებამოსილება შევუწყვიტოთ?",-თქვა ხაბეიშვილმა. 

ამის შემდეგ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროკურორმა სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა: "მგონი დაავიწყდა ბატონ ლევანს თავი სად ჰგონია". რაზეც ხაბეიშვილმა ხაზგასმით უპასუხა, რომ  შენიშვნის მიცემა მოსამართლის კომპეტენციაა. 

ლევან ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუას ცემას ედავებიან, ინციდენტი თბილისის საკრებულოში 2 წლის წინ მოხდა.  პროკურორის ინფორმაციით, დაზარალებულ ზარქუას პრეტენზია არ აქვს და თანახმაა ბრალდებულის მიმართ ამნისტიაზე.  ხაბეიშვილ კი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად შესაწყალებელილც არაფერი აქვს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი