ირაკლი ჯიგარო, არც მიცემიხარ, არც ნეკნები ჩამიმტვრევია, მობრძანდი ამ რუსულ სასამართლოში და მიეცი ჩვენება - ხაბეიშვილი ზარქუას

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება 2 წლის წინანდელ ინციდენტს. პროკურატურა ხაბეიშვილის "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას ცემას ედავება. 

"ირაკლი ჯიგარო, ამ ენით გიყვარს ხოლმე შენ ლაპარაკი, არც მიცემიხარ, არც ნეკნები ჩამიმტვრევია შენთვის და არც არანაირი დაზიანება არ მომიყენებია, ამიტომ ნება იბოძე, მობრძანდი ამ რუსულ სასამართლოში და მიეცი ჩვენება, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს რა თქმა უნდა, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა და არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა

მისი განცხადებით, პრემიერს "ძალიან სტკივა" "ანტიკორუფციული მოძრაობის" საქმიანობა, რომელიც ახალი დაფუძნებულია.

საქმეზე ბრალი "ოცნების" 3 დეპუტატსაც აქვთ წარდგენილი, თუმცა მათ მიმართ საქმის წარმოება შეწყვეტილია, რადგან მუხლს, რომელსაც მათ ედავებოდნენ ამნისტია შეეხო.

ამნისტიას ხაბეიშვილის მუხლიც ითვალისწინებს,  თუმცა დაცვის მხარე ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, რადგან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. 

ცნობისთვის, 2020 წელს საკრებულოში, სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს სცემს. ინციდენტში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ოპონენტების წინააღმდეგ, რუსული მეთოდებით ანგარიშსწორებაში, ოცნების ხელისუფლებას ანტიკორუფციული მოძრაობაც ადანაშაულებს. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ 2 წლიანი პაუზის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილის საქმის თაროდან ჩამოღება, სწორედ ხელისუფლების მაღალჩინოსნების, კორუფციულ გარიგებებში მხილების გამო მოხდა. მათ შორის საუბარია სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის კავშირზე, ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, რაზეც ლევან ხაბეიშვილი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი