
რუსეთმა, ბელარუსში დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა, - ინფორმაციას გამოცემა Ukrinform ამერიკელ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალისტი ჯეკ დეტჩი სოციალურ ქსელში ფოტო-მასალას ავრცელებს და წერს, რომ ოკუპანტებმა სამხრეთ ბელარუსში, ჩერნიგოვიდან დაახალოებით 30 კილომეტრში, დამატებითი სახმელეთო ძალები განათავსეს.
"რუსეთმა განათავსა დამატებითი სახმელეთო ძალები სამხრეთ ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 18 მილის დაშორებით. სატელიტური ფოტოდან ჩანს, რომ ბელარუსის სოფელ დუბლინში ახალი კარვები და აღჭურვილობაა გაშლილი", - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, სოფელი დუბლინი უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებაროებს.