"თქვენ ხართ უღირსი ტელევიზიები" | წულუკიანის ბრძანებით, კრიტიკული მედია ეროვნულ გალერეაში, გამოფენაზე არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, ეროვნულ გალერეაში მხატვარ ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს.

გალერეაში მისვლისას ჟურნალისტები თავდაპირველად შენობაში დაცვამ არ შეუშვა, ამის შემდეგ ისინი მედიასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდნენ, თუმცა მან ჟურნალისტების ზარებს არ უპასუხა. მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს არც გამოფენის კურატორმა უპასუხა.

თავად კულტურის მინისტრის თქმით, კი გამოფენაზე ჟურნალისტები იმიტომ არ შეუშვა, რომ ისინი "უღირსი ტელევიზიის" წარმომადგენლები არიან.

"იმიტომ რომ უღირსი ტელევიზია ხართ... თქვენ არ ხართ კრიტიკული, თქვენ ხართ უღირსი",- თქვა წულუკიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი