
საერთაშორისო ჰაკერულმა ორგანიზაციამ, Anonymous-მა მსოფლიოში უმსხვილესი კვების კომპანიის Nestle მონაცემთა ბაზა გატეხა. Anonymous-მა გაასაჯაროვა მომხმარებელთა 10 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია, იმეილი, პაროლი და ა.შ.
ცნობისთვის, კომპანია Nestle რუსეთის ბაზრიდან არ გასულა. უკრაინაში შეჭრის გამო კი რუსეთი 400-ზე მეტმა გიგანტურმა კომპანიამ დატოვა, მათ შორის არის კოკა-კოლა, მაკდონალდსი, სტარბაქსი.