
დემორალიზაციის პოლიტიკა საქართველოში. "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრემლის კიდევ ერთ დავალებას ასრულებს - გულგრილობის, უიმედობისა და მორჩილების განცდის გაღვივებით ქართულ საზოგადოებაში მმართველი პარტია ცდილობს მაქსიმალურად მარტივი და მისაღები გახდეს მისი მიზანი. რუსეთის მორჩილება და მის ინტერესებში მოქმედება იქნება საბოლოო შედეგი რომელიც კრემლის არ გაღიზიანების პოლიტიკას მოყვება.
მიზნის მისაღწევად ივანიშვილის პოლიტიკური კლანი უკრაინის მხარდაჭერის აქციებსაც კი შინაარსს უცვლის და ოპოზიციას და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც აქტიურ პროდასავლურ ქმედებებს მოითხოვენ - ომის გაღვივების მცდელობაში ადანაშულებს.
ავტორი: გუგა მაისურაძე