რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის საქართველო ბიზნესის კეთების პოლიგონი ხდება. დასანქცირებული ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 300-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული.
მისამართები ფიქტიურია, თუმცა იუსტიციის სამინისტროსთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ისევე როგორც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების ქაოტური მიგრაცია საქართველოში. საქართველოში კი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა და მათ მიერ ბიზნესსაქმიანობა "ოცნების" ლიდერებისთვის მისაღებია.
მმართველი პარტიის ამ პოზიციას კი შესაძლოა სულ მალე დასავლეთმა მკაცრი პასუხი გასცეს და სანქცირებული რუსეთისა და ბელარუსის გვერდით საქართველოც აღმოჩნდეს.