ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტ ბაიდენის ევროპაში ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა. ამბობს, რომ პრეზიდენტი "მიემგზავრება ევროპაში, რათა უზრუნველყოს დასავლეთის ერთიანობა".
"პრეზიდენტ ბაიდენის, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება NATO-ს საგანგებო სამიტს, რომელსაც შეუერთდებიან NATO სხვა, 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერები. მას ექნება შესაძლებლობა, კოორდინაცია გაუწიოს უკრაინის სამხედრო დახმარების მომდევნო ფაზას. ის შეუერთდება ჩვენს პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების დაწესებაში და არსებული სანქციების გამკაცრებაში, იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კიდევ უფრო მეტი სისხლისღვრა და უზრუნველყოს არსებული სანქციების ეფექტური აღსრულება.
ის მოკავშირეებთან იმუშავებს აღმოსავლეთ ფლანგზე, NATO-ს ძალების პოზიციების გაძლიერებისთვის. ის, პარტნიორებთან ერთად გააკეთებს ერთობლივ განცხადებას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულების შესამცირების შესახებ და ასევე ისაუბრებს ლტოლვილების მზარდ ნაკადზე. ბრიუსელის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი გაემგზავრება პოლონეთში, სადაც შეხვდება როგორც აშშ-ს საჯარისო ნაწილებს ასევე ჰუმანიტარულ რეაგირებაში ჩართულ ექსპერტებს, ასევე ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის პრეზიდენტ დუდასთან.
წინ მძიმე დღეები იქნება და ეს დღეები ურთულესი იქნება უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იბრძვიან ფრონტის წინ ხაზზე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და რუსული რაკეტების დაბომბვის ქვეშ. ეს ომი არ დასრულდება მარტივად ან სწრაფად. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დასავლეთი იყო ერთიანი და პრეზიდენტი მიემგზავრება ევროპაში, რათა უზრუნველყოს, რომ ჩვენ დავრჩეთ ერთიანი",-თქვა სალივანმა.