
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზურაბიშვილი twitter-ზე წერს, საუბარი საქართველოს დაჩქარებულ ევროინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა.
"ვესაუბრე ჯოზეფ ბორელს, საქართველოს დაჩქარებული წესით, ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. მადლობა ბორელს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის", - წერს ზურაბიშვილი.