"ენერგორესურსები მეგობრებისგან უნდა ვიყიდოთ და არა მტრებისგან" - მეცოლა

გამოქვეყნდა:

​​ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თქმით, ევროპა რუსული ენერგორესურსებისგან სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს. 

"ევროპა რუსეთის ენერგორესურსებისგან სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს. ჩვენ ენერგია მეგობრებისგან უნდა ვიყიდოთ და არა მტრებისგან, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ ყოველ დღე ამ ომს ვაფინანსებთ.

ლიდერობის დროა. არ ვსაუბრობთ მხოლოდ მწვანე დღის წესრიგზე და ამას მხოლოდ გარემოსდაცვითი, კლიმატის პერსპექტივიდან არ ვუყურებთ, არამედ ამას ვუყურებთ უსაფრთხოების პერსპექტივიდანაც",-თქვა რობერტა მეცოლამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი