
ოპოზიციური პარტიები თბილისში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს დაასახელებენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში, ექვს ოლქში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით. ნიკა მელია - გლდანი; ლევან ხაბეიშვილი - სამგორი; შალვა ნათელაშვილი - ნაძალადევი; შალვა შავგულიძე - მთაწმინდა; ელენე ხოშტარია - ვაკე; გიორგი ვაშაძე - ისანი; ამ დრომდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება საბურთალოსა და დიდუბის ოლქებზე.
ჩვენი პოზიცია უცვლელია. მთავარია მოცანა ახლა როგორც ჩვენი, ასევე ოპოზიცისს არის ის, რომ თბილისის ყველა ოლქში წარმოდგენილი იყვნენ ოპოზიციური კანდიდატები. სწორეე ამ შემთხვევაში არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ პირველივე ტურში დავასრულოთ ბიძინა ივანიშილის მმართელობა. გვაცენობით უკვე ყველა ერთად რომელ ოლქში ვისი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში 12 საათზე შეიკრიბება და შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა კანდიდატს დაასახელებს.