
არის ძალიან სანდო ინფორმაცია, რომ კვირას შეიძლება არ დატკიცდეს 123/30 -ზე წესი. შესაბამისად ოპოზიცია რა მაჟორიტარულ ადგილებს იყოფს ვერ გამიგია - აცხადებს ალეკო ელისაშვილი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი აღარ იქნება.
ელისაშვილმა, ანა დოლიძესა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა და ამბობს,რომ თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვეტს რომელ ოლქში ვის კანდიდატურას დააყენებენ.
მისივე თქმით, ყველაფერი კვირას, რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე გადაწყდება, როდესაც პარლამენტი საარჩევნო სისტემას საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმატში განიხილავს
დაველოდოთ რა მოხდება კვირას. ძალიან მნიშველოვანია კვირას რიგგარეშე სხდომაზე ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გადაგვაგდებენ თითქმის პროპორციულ წესთან დაკავშირებით თუ არა - ამბობს ელისაშვილი