
პრემიერი ღარიბაშვილი "ტვიტერზე" ავრცელებს გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას და წერს:
"მოხარული ვარ, რომ მქონდა პროდუქტიული საუბარი ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ რთული სიტუაცია უკრაინასა და მთელ რეგიონში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ორმხრივ თანამშრომლობას", -წერს ღარიბაშვილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი გუშინ, 22 მარტს შედგა.