"ქართულმა ოცნებამ" აგირჩია და უხერხულია, მას რომ აკრიტიკებო" - ჯანეზაშვილის სკანდალური ბრალდება ჩუგოშვილს

გამოქვეყნდა:

მისი ზოგიერთი მოთხოვნა და რეპლიკა იმასაც ეხებოდა, რომ შენ ქართულმა ოცნებამ აგირჩია და უხერხულია მას რომ აკრიტიკებო - ამ ბრალდებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი "ქართული ოცნების" ყოფილ წევრს და ყოფილ ვიცე სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს უყენებს.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იმ პერიოდში ჩუგოშვილი ხშირად ურეკავდა და მისგან გაჩუმებას მოითხოვდა. ჯანეზაშვილის თქმით, ჩუგოშვილს მაშინ არ აინტერესებდა რეალურად რა ხდებოდა იუსტიციის საბჭოში:

დამერწმუნერთ, როდესაც პარლამენტის მეორე პირი გირეკავს და მოითხოვს, რომ სიჩუმე იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მას არ აინეტერსებდა როგორც ჩანს იქ რა ხდებოდა. ერთადერთი ინტერესი ჰქონდა იმ პერიოდისთვის, ყოფილიყო სიჩუმე, არ ყოფილიყო ხმაური" ამბობს ჯანეზაშვილი.

თამარ ჩუგოშვილს "მთავარ არხთან" ჯანეზაშვილის ამ სკანდალურ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი