
"კრემლის ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელს მსოფლიოში" - ამბობს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აცხადებს, რომ ევროკავშირი 2024 წლამდე კიდევ უფრო გააძლიერებს დახმარებას რეგიონებისთვის, რომელიც სასურსათო დაუცველობით ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
"ჰუმანიტარული საჭიროებები რეკორდულად მაღალ დონეზეა. კრემლის ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას, მთელს მსოფლიოში. ევროკავშირი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დონორი კიდევ უფრო გააძლიერებს დახმარებას 2024 წლამდე, 2 მილიარდ 500 მილიონი ევროს გამოყოფით, იმისთვის რომ დაეხმაროს რეგიონებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, სასურსათო დაუცველობით და ასევე მიიღებს სპეციალურ ზომებს, ევროპული საკვების წარმოების გაზრდის მიზნით."- ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.