უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების გაგზავნა გამოიწვევს უშუალო შეტაკებას ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის - ლავროვი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების გაგზავნა გამოიწვევს უშუალო შეტაკებას ალიანსის ძალებსა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს შორის - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლავროვი ამით გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ პოლონეთი სამიტზე, უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების გაგზავნის საკითხის დაყენებას გეგმავს:

"იმედი მაქვს, ისინი მიხვდებიან, რა არის სასწორზე. ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთისა და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის, რომლის არა მარტო თავიდან არიდება უნდოდა ყველას, არამედ ამბობდნენ, რომ არასდროს უნდა მოხდეს" - თქვა ლავროვმა.

ნატო-ს საგანგებო სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი