პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

გამოქვეყნდა:

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა  იწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს იმსჯელებენ და კანონპროექტს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. მანამდე კი მმართველი გუნდი შიდა კონსულტაციებს გამართავს და ბოლო დეტალებს უმრავლესობის ფორმატში განიხილავს. შეხვედრა პარტიის ოფისში სამ საათზეა ჩანიშნული.  

ოპოზიცია ამ პროცესში ჩართვას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ  თუ  8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ცვლილებებს მხარს არ დაუჭრენ.

ცვლილებათა პაკეტის განხილვა კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი