ჩემი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს მიღებული შესაბამისი გზავნილი რუსეთისგან, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისგან მიღებული აქვს გზავნილი და კრემლი ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე ზეწოლას ცდილობს. მისი თქმით, ხელისუფლებას საკითხზე ნათელი პასუხი უნდა ჰქონდეს.

"ჩემი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს მიღებული შესაბამისი გზავნილი რუსეთისგან, რომელმაც უკვე დაიწყო დახურული ხაზებით ზეწოლა ხელისუფლებაზე ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ დააფიქსიროს ნათლად, რომ ჩვენ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო და ამ ჩანაწერის გადახედვას არავინ არ აპირებს", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ნეიტრალიტეტის თემის წამოწევასაც მესამე პრეზიდენტსა და ოპოზიციას უკავშირებს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს თემა სოციალურ ქსელში ჯერ "ოცნების" დაქირავებულმა ბოტებმა გაააქტიურეს, შემდეგ კი ხელისუფლების მხარდამჭერმა ექსპერტებმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი