ის რომ მიხეილი არის ციხეში, არის უსამართლობა უკრაინელი პოლიტიკოსის მიმართ - აცხადებს უკრაინელი დეპუტატი, "ხალხის:" მსახურის" წევრი ლიზა ბოჰუცკაია, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.
მისი თქმით, უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება ისეთი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია:
"მინდა უპირველეს ყოვლისა ვთქვა, რომ ის ჩემი მეგობარია, ძალიან დიდ პატივს ვცემ მას ყველა იმ რეფორმისთვის, რომელიც ჩაატარა საქართველოში და რომელიც უკრაინას ძალიან უნდოდა რომ განეხორციელებინა. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ მიხეილის, იმიტომ რომ ხელს უწყობს უკრაინას განვითარებასა და პროგრესის მიღწევაში.
მე ვფიქრობ, რომ ის, რომ მიხეილი არის ციხეში, არის უსამართლობა უკრაინელი პოლიტიკოსის მიმართ. გასაგებია, ის ქართველი პოლიტიკოსიც არის, საქართველო უნდა იყოს მისი მადლიერი რაც გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ, როგორც უკრაინელები ვიბრძვით მიხეილისთვის, იმიტომ რომ, ის არის უკრაინის მოქალაქე.
ის არ იყო ჩვენი მთავრობის წევრი, მაგრამ იყო პასუხისმგებელი რეფორმების გატარებაზე უკრაინაში და როცა იმყოფებოდა უკრაინაში, აქ ის იღებდა ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
მე ძალიან, დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობას ეყოფა გონიერება და პოლიტიკური ძალა, რომ ის გამოუშვას უკრაინაში. აქ ძალიან გვჭირდება.გარდა ამის, მას ძალიან დიდ პატივს სცემენ როგორც მსოფლიო პოლიტიკოსს და გადამწყვეტ როლს ითამაშებდა იმაში, რომ ეს ომი ძალიან სწრაფად დასრულებულიყო. მან ქართულ-რუსული ომის დროს ძალიან მტკიცე პოზიცია გამოავლინა. პოზიცია, რომელიც თავს არ უხრიდა პუტინს." - თქვა ხალხის მსახურის დეპუტატმა "დღის სტუმრის" ეთერში.
იხილეთ ასევე: