ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, "ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მას მოჰყვება შორსმიმავალი შედეგები". სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული იარაღით მუქარა.

"რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვული ომი არ უნდა იყოს და ისინი ვერასოდეს მოიგებენ ბირთვულ ომს",- თქვა მან.

რუსეთის მუქარას ბირთვულ იარაღზე დღეს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და მას "რეალური საფრთხე" უწოდა.

გუშინ, 22 მარტს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში თქვა: "თუ რუსეთის არსებობას საფრთხე შეექმნება, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, ატომური იარაღის გამოყენება შეგვიძლია".

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი