
ბელარუს-უკრაინის საზღვრის მონაკვეთზე საჰაერო ცა დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო წყაროები ავრცელებენ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან გამოსცა გამაფრთხილებელი განკარგულება და დახურა საჰაერო სივრცე.
ბელარუსმა დახურა ქალაქ ბრესტში უკრაინის საკონსულო და უკრაინის ტერიტორიიდან ყველა დიპლომატი გაიწვია, გენერალურ საკონსულოში კი მხოლოდ 5 თანამშრომელი დატოვა.
"უკრაინის საელჩო ბელარუსში მუშაობას 1+4 ფორმატში გააგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელჩი და საელჩოს ოთხი თანამშრომელი იმუშავებენ",- თქვა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ბელტასთან.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ბელარუსი თითქმის ყველა უკრაინელ დიპლომატს აძევებს, რომლებმაც ქვეყანა 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.
ამასთან, გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერები, რომელშიც უკრაინელ სამხედროს უდასტურებს ბელარუსი მაღალჩინოსანი, რომ ლუკაშენკოს არმია უკრაინაში შესასვლელად ემზადება - გელოდებით ბაირაქტარებით - ეუბნება უკრაინელი ჯარისკაცი ბელარუსს. იქიდან კი ისმის პასუხი - "თუ არ წამოვალთ აქ მოგვკლავენ, მეც უამრავი ნათესავი მყავს უკრაინაში"