"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც პუტინს ღიად დაუპირისპირდა, ნამდვილად არ უნდა იჯდეს 2008 წლის შემდეგ აოხრებული საქართველოს ციხეში" - მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც პუტინს ღიად დაუპირისპირდა, ნამდვილად არ უნდა იჯდეს 2008 წლის შემდეგ აოხრებული საქართველოს ციხეში" - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საუბრობს. 

24 თებერვლის მერე, არამარტო მიხეილ სააკაშვილი არამედ მთელი მსოფლიო შეიცვალა. ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილი როგორც ის ადამიანი, ის პოლიტიკოსი რომელიც პირველი დაუპირისპირდა ასე ღიად პუტინს და როგორც ადამიანი, რომლის პოლიტიკური ბიოგრაფიაც სწორედ პუტინთან დაპირისპირებით არის ხაზგასმული, დღეს ნამდვილად არ უნდა იჯდეს პუტინის მიერ 2008 წელს აოხრებული საქართველოს ციხეში. მიხეილ სააკაშვილი, დღეს ამას ვამბობ კიდევ ერთხელ არა იმიტომ რომ მის მიმართ შემეცვალა დამოკიდებულება, არამედ იმიტომ, რომ ისტორია შეიცვალა. დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის იქნებოდა უკრაინის დამცველთა წინა რიგებში, - ამბობს მარგველაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი