Новая газета-ს მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი უკრაინელების დასახმარებლად მედალს ყიდის

გამოქვეყნდა:

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Новая газета-ს მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი უკრაინელების დასახმარებლად მედალს ყიდის. ის მედლის გასაყიდად სააუქციონო სახლებს გამოხმაურებას სთხოვს.

"მე და Новая газета-მ გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი უკრაინელი დევნილების დახმარების ფონდს გადავცეთ" - წერს დმიტრი მურატოვი.

დმიტრი მურატოვს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი